1913 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გ. ბურჭულაძე) თბილისის გუბერნატორს აცნობებს (№ 74), რომ სიღნაღის მაზრის სოფ. ქვემო მაჩხაანში იხსნება საზოგადოების ფილიალი (საფუძველი – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფი) და აცნობს არჩეული გამგეობის შემადგენლობას: თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, წევრები – ალექსანდრე ინაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29944 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29944]; წვდომის თარიღი: 2019-09-15