ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი – გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, ქვემო მაჩხაანის განყოფილებას შეატყობინა, რომ 1913 წლის 11 მარტს თბილისის საგუბერნიო სამმართველომ მიწერილობა N 1743 გაუგზავნა სიღნაღის მაზრის უფროსს ფილიალის გახსნის თაობაზე, რის საფუძველზეც მაჩხაანის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეწყო საქმიანობა საზოგადოების წესდების ყველა მუხლის დაცვით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29945 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29945]; წვდომის თარიღი: 2019-09-15