ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29960

ფაქტი 29960

1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29960; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .