ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29984

ფაქტი 29984

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29984; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .