ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1914 წელს მაჩხაანის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 346 მანეთსა და 73 კაპიკს, გასავალი – 229 მანეთსა და 73 კაპიკს. ფილიალს ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა (ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში), ჰყავდა 41 წევრი (ხელს აწერენ: თავმჯდომარე –მღვდელი ნიკანდი ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, განყოფილების წევრები – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30006 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30006]; წვდომის თარიღი: 2019-06-17