ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30013

ფაქტი 30013

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 1915 წელს თორმეტი სხდომა ჩაატარა და ოცდათხუთმეტი საქმე გაარჩია. ანგარიშის თანახმად, წევრთა დასწრების სურათი ასეთია: თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი და ხაზინადარი სოლომონ კურცხალია ყველა სხდომას ესწრებოდნენ, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი შვიდ სხდომას დაესწრო, იაკობ მენთეშაშვილი – ექვსს, ალექსანდრა მჭედლიშვილი – რვას, რაჟდენ კიკილაშვილი – ორს, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი – ხუთს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30013; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .