ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30015

ფაქტი 30015

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ 16 სხდომაზე 45 საკითხი განიხილა. წევრთა დასწრების მხრივ ვითარება ასეთი იყო: მიხეილ მატიაშვილი სამ სხდომას ესწრებოდა, დიმიტრი გონაშვილი – ექვსს, იაკობ მენთეშაშვილი – შვიდს, კირილე ღვთისავარიშვილი – არცერთს (ორ სხდომას უნდა დასწრებოდა), ალექსანდრა მჭედლიშვილი – არცერთს (ავადმყოფობდა). ანგარიშს ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი ნიკანდი ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, განყოფილების წევრები – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი და იაკობ მენთეშაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30015; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .