ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30050

ფაქტი 30050

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე პეტრე კედიამ შემოიტანა წინადადება, გადაეტანათ საფოსტო სალაროში შენახული განყოფილების ფული წვრილი კრედიტის საამხანაგო ბანკში. კედიას აზრით, ეს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა განყოფილებისთვის და კრედიტის ამხანაგობაც სარგებელს მოუტანდა მას. ამ საკითხის გადაწყვეტა კრებამ განყოფილების გამგეობას მიანდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30050; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .