ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30053

ფაქტი 30053

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. 1913 წელს საწევროს სახით შემოსულა 243 მან., გამგეობის ინიციატივით გამართული სეირნობა-საღამოდან – 150 მან. 88 კაპ., სხვადასხვა პირებისგან – 53 მან., ზუგდიდის ბანკს შემოუწირავს 100 მან., აფრიკიანის სავაჭრო სახლს – 50 მან., ხაზინიდან ფულის სარგებელი ყოფილა 4 მან. 99 კაპ., 1912 წლიდან დარჩენილა 7 მან. 50 კაპ. სულ 1913 წელს შემოსულა 608 მან. 50 კაპ. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30053; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .