ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალში აღნიშნულ თანხას შორისაა: 50 მან. – 20% მთავარ გამგეობას, 50 მან. – ჯუგაანის სამკითხველოს, 30 მან. – ზემო მაჩხაანის სამკითხველოს, 120 მან. – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურეს, 120 მან. – სასწავლო წიგნების საწყობს, 4 მან. – რვა ახალი ყულაბისთვის (გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30084 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30084]; წვდომის თარიღი: 2019-07-21