1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომელზეც იმსჯელეს მღვდლის არჩევის შესახებ. კრებამ დაადგინა ორი კანდიდატი: ი. ნაჭყებია და ა. ვეკუა. ფარული კენჭისყრის შედეგად ვეკუამ მიიღო 62 ხმა, ხოლო ნაჭყებიამ 50. არჩევნების შედეგებმა საკმაო აურზაური გამოიწვია და თავმჯდომარე იუსტინე მგალობლიშვილს ხალხის დაწყნარება მოუხდა. მან განუმარტა საზოგადოებას, რომ ვისაც არჩევნები უკანონოდ მიაჩნდა, შეეძლო გაპროტესტება ერთი კვირის განმავლობაში. თუ პროტესტი საყურადღებო იქნებოდა შეიძლებოდა კრების ხელმეორედ მოწვევაც.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30090 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30090]; წვდომის თარიღი: 2019-07-21