ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30117

ფაქტი 30117

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამგეობას შეუმცირდა შემოსავალი, რისი მიზეზიც იყო ომის სირთულეები და 1913 წელს საზოგადო კრებაზე მომხდარი გაუგებრობა, რის შემდეგაც ალექსანდრე ინაშვილი სათავეში ჩაუდგა განაწყენებულ მასწავლებელთა ერთ ნაწილს და აშკარა ომი გამოუცხადა ფილიალს. მას სურდა მისი ან მოსპობა, ან სიღნაღის განყოფილებასთან შეერთება. ამის შედეგად ბევრმა წევრმა დატოვა განყოფილება, მით უფრო, რომ ისედაც უჭირდათ საწევროს გადახდა – ყოველწლიური სამი მანეთი დაბეგვრის ტოლფასი იყო მათთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30117; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .