1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის რაიონის კოოპერატივთა კავშირ „კონას“ თხოვნა 400 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდებად უდგებოდა კოოპერატივის ბანკი. გამგეობამ ერთი თვის ვადით 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30140]; წვდომის თარიღი: 2019-08-20