ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30152

ფაქტი 30152

1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30152; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .