1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში ისე გაჭირდა საწევროების გადახდის საქმე, რომ თავმჯდომარემ – მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ კურცხალიამ თავად დაიარეს კარდაკარ ქვემო მაჩხაანი და ასე შეძლეს განყოფილების კუთვნილი ფულის შეგროვება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30192 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30192]; წვდომის თარიღი: 2019-07-24