ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30193 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30193]; წვდომის თარიღი: 2019-07-24