1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზელთა კავშირის გამგეობასთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის თხოვნა მაღაზიიდან კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 100 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა, იმ პირობით, თუ 50 000 მანეთს საზოგადოებას წინასწარ გადასცემდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30211 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30211]; წვდომის თარიღი: 2019-07-24