უსახსროდ დარჩენილმა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1913 წლის 1-ლ აგვისტოს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რათა გარდაცვლილი ბიძის ნაანდერძევი თანხიდან ათი თუმანი (100 მან.) მიეცათ მისთვის სამსახურის შოვნამდე თავის გასატანად.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30224 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30224]; წვდომის თარიღი: 2019-10-21