მიხეილ ზანდუკელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქრისტინე შარაშიძემ დაწერა მისალოცი წერილი, რომლის მიხედვით მიხეილის მასწავლებლობა და შემდეგ დირექტორობა ქართული სკოლის ჩამოყალიბების გარდატეხას დაემთხვა და მან მეფისდროინდელი რუსული გიმნაზია ეროვნულ სკოლად აქცია.

წყარო: ქრ. შარაშიძის მილოცვის წერილი მიხეილ [ზანდუკელისადმი] ულოცავს საიუბილეო თარიღს და აღნიშნავს მის საზოგადოებრივ დამსახურებას
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი:
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3025 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3025]; წვდომის თარიღი: 2019-10-20