1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მოქმედების შესახებ | 1916-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30321 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30321]; წვდომის თარიღი: 2019-09-20