1912 წლის 28 დეკემბერს შალვა გოგებაშვილი კიევიდან იტყობინება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 100 მანეთი, მაგრამ ბოლო სამ თვეს მაინც ვალებით გაიტანა თავი – ახლა იმედოვნებს, რომ გამგეობისგან მალე შეიტყობს ანდერძის დამტკიცების ამბავს და მისთვის ფულის თხოვნა აღარ დასჭირდება.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30329 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30329]; წვდომის თარიღი: 2019-10-24