თბილისის სახაზინო პალატის მიერ 1913 წლის 30 აპრილს საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ იაკობ გოგებაშვილის დას – ეფემია ინაურს – გარდაცვლილი ძმის ანდერძით, გარდა 1200 მანეთისა, კიდევ 400 მანეთის კაპიტალი ერგო, რომლის სამემკვიდრეო ბაჟი 6%-ს (ანუ 24 მანეთს) შეადგენს. დამატებით სწორედ ამ თანხის გადახდა ეკისრება გამგეობას ხაზინისთვის (ხელს აწერს სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი)

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30333 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30333]; წვდომის თარიღი: 2019-10-23