1907 წელს, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთან ამავე საზოგადოების ბიბლიოთეკა დაარსდა. 1929 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით. 1934 წლის 1-ლ მაისს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გადაიტანეს და ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა უწოდეს.

წყარო: ჩანაწერი „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების“ ბიბლიოთეკის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი:
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3036 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3036]; წვდომის თარიღი: 2019-09-22