1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3037 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3037]; წვდომის თარიღი: 2019-06-26