1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, აპოლინარია იოსების ასული მაკალათია, ქეთევან მარგველაშვილი და სარდიონ ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30372 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30372]; წვდომის თარიღი: 2019-12-08