ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30383

ფაქტი 30383

ჟურნალ "განათლების" რედაქტორ-გამომცემლის, ლუარსაბ ბოცვაძის მიერ 1913 წლის მაისში გიორგი ყაზბეგისათვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მოხუცი და ავადმყოფი ეფემია ინაური მარჩენალი ძმის – იაკობ გოგებაშვილის – გარდაცვალების შემდეგ, ადევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის რეზოლუცია ინაურისთვის დაუყოვნებლივ 100 მანეთის მიცემის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30383; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .