1921 წლის 27 ოქტომბერს ალექსანდრე მგელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას მისწერა და შვილის სწავლის დაფინანსება სთხოვა. დავით მგელაძეს სურდა, გემთმშენებლობას ან თეთრი ნახშირის მოპოვების ტექნიკას დაუფლებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30409 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30409]; წვდომის თარიღი: 2019-07-19