1920 წლის 16 იანვარს პეტრე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების გაწევას სთხოვდა. ის უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა (ვერ ათბობდა სახლს, არ ჰქონდა ტანსაცმელი).

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30463 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30463]; წვდომის თარიღი: 2019-07-21