1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას მისწერა, რომ თუ მასწავლებელს არ შეცვლიდა, უკმაყოფილო დარჩებოდა ადგილობრივი ქართული სკოლის მუშაობის შედეგით, რომელსაც ყველანაირად ეხმარებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30537 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30537]; წვდომის თარიღი: 2019-07-21