ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30542

ფაქტი 30542

კიევის კომერციული ინსტიტუტის II კურსის სტუდენტმა იოსებ გიორგის ძე ირემაშვილმა 1912 წლის 1-ლ სექტემბერს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთ, რომ თუ სტიპენდიას ვერ დაუნიშნავდნენ, იქნებ განსვენებულის უკანასკნელი სურვილის აღსრულება მაინც მოხერხებულიყო და იაკობ გოგებაშვილის მიერ სიტყვიერად ნაანდერძევი 300 მანეთით დახმარებოდნენ – ერთიანად თუ არა, ნაწილ-ნაწილ მაინც გადაერიცხათ მოანდერძის წიგნების მოგებიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30542; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .