1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე იმსჯელეს 1913 წლის გეგმებზე. ზოგმა პრიორიტეტულად სკოლის გახსნა დაასახელა, ზოგმა – ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოება მეტად ნორჩი იყო და მას არავითარი ქონება არ გააჩნდა რაიმე საფუძვლიანის გასაკეთებლად. ამიტომ ჯერ დასათვლელი იყო სავარაუდო შემოსავალი, მერე მოსაძიებელი დამატებითი თანხები და მთლიანი თანხის მიხედვით უნდა შემუშავებულიყო წლის სამოქმედო გეგმა. კრებამ მოიწონა ჯაფარიძის წინადადება და გადაწყვიტა სალაროს შევსება სეირნობებისა და საღამოების გამართვითა და საზოგადოების ახალი წევრების შემომატებით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30716 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30716]; წვდომის თარიღი: 2019-10-19