1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „აკიდოს“ გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ ქრისტეინე შარაშიძის დაწერილი „აკიდოს“ რეცენზიის „ბუნების კარის“ შემსწორებელი კომისიისთვის გასაცნობად გადაცემა გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30721 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30721]; წვდომის თარიღი: 2019-07-24