1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: ვლადიმერ სოლომონის ძე ფურცელაძე, ბაგრატ კოსტას ძე ხანდამოვი, შაქრო ქიტოს ძე ჩიტოშვილი, ალექსი ყალაბეგაშვილი, სოსო ლუარსაბის ძე დიასამიძე, შაქრო ილიას ძე აბაშიძე, დათა საბას ძე დათუნაშვილი, ნიკო მიტრიას ძე ხარიტონიშვილი და სხვ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ვეჯინის განყოფილებასთან | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30728 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30728]; წვდომის თარიღი: 2019-07-24