ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30731

ფაქტი 30731

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წლიური გასავალი 712. 48 მანეთი ჰქონდა. აქედან საკანცელარიო და საფოსტო ხარჯი 30. 29 მანეთი იყო, დეპეშები, პანაშვიდები და სხვა მოულოდნელი ხარჯი – 7. 63, მაზრის სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთების საფასური – 212. 77, სკოლის ხარჯი – 385. 54, ჟურნალ „განათლების“ ღირებულება სამურზაყანოს სკოლისთვის – 17. 65, წლიური ანგარიშისა და მომავალი კრებისთვის მოსაწვევი ბარათების ხარჯი კი – 38. 65 მან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30731; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .