1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე, ურჩია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სახოგადოებას, გაეგზავნა მადლობის წერილი ქალბატონ ჩერნოვასთვის, ვინც მხურვალე მონაწილეობა მიიღო მომავალი ქართული სკოლის სასარგებლოდ დაბა ზუგდიდში საჯარო სეირნობის გამართვაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30740 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30740]; წვდომის თარიღი: 2019-07-24