1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიას განუხილავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეუსწორებია განყოფილების 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ჯამი და მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ მას დაემტკიცებინა ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30747 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30747]; წვდომის თარიღი: 2019-07-24