1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3091 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3091]; წვდომის თარიღი: 2019-09-23