ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30958

ფაქტი 30958

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდელების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ეპისკოპოსი ლეონიდე ცოცხალი იყო, ბიბლიოთეკისთვის მისი სახელის მინიჭებას მთავრობის ნებართვა დასჭირდებოდა, ყოვლად უსაფუძვლო იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30958; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .