1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის განყოფილების გასახსნელად შეადგინეს ერთდროული ხარჯთაღრიცვხა, რომელმაც 300 მანეთი შეადგინა. გარდა ამისა, 1914 წლის პირველი სექტემბრიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოებას ექნებოდა შემდეგი ხარჯი: სახლის ქირა – 100 მან., მასწავლებლის ჯამაგირი – 13 მან. 32 კაპ., სამი საჟენი შეშის ნახევარი – 26 მან., მოსამსახურე ბიჭი – 30 მან., ნავთი – 4 მან. სულ ოთხი თვის ხარჯი შეადგენდა 303 მანეთსა და 32 კაპიკს. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31050 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31050]; წვდომის თარიღი: 2019-12-08