1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას ჰყავდა 103 წევრი. 1914 წელს მას შეემატა 57 და გამოაკლდა 11 წევრი. შედეგად, წლის ბოლოს განყოფილება შედგებოდა 148 წევრისაგან. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ, მისმა მოადგილემ კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძემ, მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ და წევრებმა: კატო მალხაზის ასულმა კედიამ, მარიამ ივანეს ასულმა ჟორდანია, ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავამ და მიხეილ პეტრეს ძე პატარაიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31060 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31060]; წვდომის თარიღი: 2019-12-14