ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31063

ფაქტი 31063

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 15 მარტს განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში და 1914 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დამსწრეთა მიერ დამტკიცებულ იქნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31063; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .