1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ბედი ქართლისა“, ვ. ბარნვის„თხზულებანი“, „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ახალი ტალღები“, „მებრძოლი ფიქრის პოეტი“ ნ. ბარათაშვილის, „ლოცვანი“ ცქტიშვილის, „უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სანიმუშო პროგრამა“, „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, „ქართული ანდაზები“, „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ და სახელმძღვანელო წიგნი „საღმრთო ისტორია“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31167 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31167]; წვდომის თარიღი: 2019-08-18