1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „სახალხო მოღვაწენი“, „იაკობ ლაზრიშვილი“, „ბერლინის გარემოცვა“, „ოქროს თავთავი“, „სამი ცელქი“, „ჩემი ყვავილები“, „ძუნწი და ნატვრა“, „ცვარი“, „გველის მჭამელი“, „ბახტრიონი“, „დომის მეჯლისი“, „სახადი“ და „გახსოვდე წერა-კითხვის დროს“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31170 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31170]; წვდომის თარიღი: 2019-09-20