1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გამოთქვა სურვილი, რომ განყოფილებას ჰქონოდა თავისი ხელუხლებელი ძირითადი თანხა. დამსწრეთ გადაწყვიტეს, იმ წლისთვის შეენახათ განყოფილების შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, ხოლო შემდეგი წლებისთვის ყოველწლიურად გადაედოთ წლიური შემოსავლის 10%.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31201 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31201]; წვდომის თარიღი: 2019-10-19