1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაადგინა, დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობის გამო, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის, რომ იმ წელს მას არ გამოერთმია ზუგდიდელებისთვის განყოფილების შემოსავლის 20% და საჭირო დახმარება აღმოეჩინა მათთვის ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31207 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31207]; წვდომის თარიღი: 2019-10-22