ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31282

ფაქტი 31282

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ნისიად გაცემული ჰქონდა 50 916 მანეთისა და 17 კაპიკის ღირებულების წიგნები, ხოლო ავანსად 8890 მანეთის წიგნები. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31282; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .