1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ მოახსენა დამსწრეთ, თუ რა შემოსავლს მოელოდა სავარაუდოდ გამგეობა მომავალ წელს და რა ხარჯი ექნებოდა იმ დროის განმავლობაში. კერძოდ, შემოსავლის სახით დაახლოებით უნდა შემოსულიყო 300 მან., ხოლო წიგნების, ბეჭდების, ქაღალდების შესაძენად, მისალოცი დეპეშების შესადგენად და მოულოდნელი ხარჯის გათვალისწინებით, არანაკლებ 70 მანეთისა იქნებოდა საჭირო. კრებამ დაადგინა, მიეცა გამგეობისთვის ეს თანხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31295 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31295]; წვდომის თარიღი: 2019-08-21