1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გასულ 1912 წელს ზუგდიდის განყოფილებას ჰყოლია 23 წევრი, რომელთაგან საწევროს სახით შემოსულა 99 მან. ამ თანხიდან 90 მან. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო ღერბის მარკებში დაიხარჯა ერთი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი. საზოგადოებას შემოსავლის სახით დარჩენია 7 მან. 50 კაპ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31298 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31298]; წვდომის თარიღი: 2019-08-21