1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებს სწერდა, რომ 88 სალექსიკონო სიტყვის მიღებისთანავე აცნობა მათ ღია წერილით, ორი დღის წინ კიდევ მიიღო მამისაგან სიმღერა–გალობის ტერმინები და სხვა საინტერესო მასალა. სანამ არნოლდ ჩიქობავა საბოლოოდ არ შეამოწმებდა, სიტყვების რაოდენობა ვერ გაირკვეოდა.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი დედისა და მამისადმი სალექსიკონო მასალების შესახებ, 1930 | 23 აპრილი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3145 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3145]; წვდომის თარიღი: 2019-10-20