ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31492

ფაქტი 31492

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, მთავარი გამგეობის მიერ 2 მარტს დარღვევებით ჩატარებული კრების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში ახალი კრების მოწვევის ნებართვა. ამის შემდეგ ზუგდიდელები მიაწვდიდნენ მთავარ გამგეობას განყოფილების წლიურ ანგარიშსა და ახალი, კანონიერად გამართული კრების ოქმს.დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31492; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .